English / ქართული / русский /
თენგიზ ქავთარაძე
მწვანე ეკონომიკის ფორმირების პრობლემები საქართველოში

ანოტაცია. ნაშრომში შესწავლილია მწვანე ეკონომიკა, როგორც ეკონომიკური განვითარების მოდელი, რომელიც დამყარებულია მდგრად განვითარებასა და ეკოლოგიური ეკონომიკის ცოდნაზე. არსებული შესაძლებლობების უფრო მეტად გამოყენების მიზნით სხვა დარგებისაგან იმით განსხვავდება, რომ პირდაპირ აფასებს ქვეყნის ბუნებრივ კაპიტალს, რომელსაც აქვს ეკონომიკური ღირებულება. პირველადაა საუბარი მწვანე ეკონომიკაზე, რომელიც უზრუნველყოფს რეალურ, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას და აფერხებს რესურსების გამოლევის საშიშროებას.

საკვანძო სიტყვები: მწვანე ეკონომიკა, მწვანე პროექტი, ენერგო ეფექტურობა, ენერგო გენერაცია, განახლებადი ენერგია. 

შესავალი

მწვანე ეკონომიკა მიჩნეულია ეკონომიკური თეორიის იმ კომპონენტად, სადაც ის  ეკოსისტემის ნაწილად მოიაზრება. კლასიკური ეკონომიკისMთანახმად, იგი არ განიხილება დამოუკიდებლად, რადგან ისინი მას როგორც მეცნიერების კომპონენტს ისე განიხილავენ, კერძოდ, მიიჩნევენ, რომ ტრადიციულად, მიწა, როგორც წარმოების ერთ-ერთი ფაქტორი, მოიცავს ბუნებრივ კაპიტალს და დაკავშირებულია წარმოების მეორე ფაქტორთან, შრომასთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ბრეტომ ვუდსის სისტემის მთავარმა ინსტიტუტებმა, მსოფლიო ბანკმა და სავალუტო ფონდმა დიდი დაინტერესება გამოხატეს მსოფლიო ბიომრავალფეროვნების შეფასების მიმართ, რაც მის აქტიურ დაფინანსებას გულისხმობს.

მწვანე ეკონომიკა სახელმწიფო და კერძო სექტორს ერთმანეთისაგან არ მიჯნავს. იგი ცდილობს, მოძებნოს ეკონომიკური გადაწყვეტის პოზიტიური ალტერნატივა. მწვანე ეკონომიკის მთავარი რეგულატორი არა სახელმწიფო ან კერძო ბიზნესია, არამედ საზოგადოება, რომელიც ირჩევს და თავად მართავს მას.

არ შეიძლება არ შევაფასოთ ხარისხობრივი ცვლილებების აუცილებლობა, არაფორმალური ინსტიტუტების (ტრადიციების, ყოფაქცევის, სტერეოტიპების და სვა) კავშირი ტრადიციულ ცოდნასა და გამოცდილებასთან. საუბარი ეხება ე.წ. ტრადიციული ცოდნისა და კულტურის ხელახლა გამოყენებას, რომლებიც ხასიათდება რესურსდამზოგველობით. ისინი ადაპტირებული არიან რთულ ბუნებრივ კლიმატურ პირობებთან. Eეს ყველაფერი საუკუნეობით დაგროვდა ჩრდილო რუსეთის ადგილობრივ მოსახლეობაში, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში. მაგალითად, სახლების ტრადიციული მოპირკეთება ხის მასალის გამოყენებით, შვლის ტყავებით და სხვა. საქართველოში Dდღესაც ცხოვრობენ სვანები მაჩუბებში, ზემო მთიულები _ ბანიან სახლებში, სამცხე-ჯავახეთში აღმოჩენილია მიწისქვეშა ტრადიციული დიდი დასახლებანი. აღნიშნული ცოდნის დიდი და უნიკალური პოტენციალი და ტექნოლოგია ჯერჯერობით სუსტად აისახება ან სულაც არ პოულობს ასახვას თანამედროვე ბინათმშენებლობის სტანდარტებში. მათი ეფექტიანი გამოყენება მნიშვნელოვნად გააიაფებდა ენერგოეფექტუერ სისტემას. 

***

მწვანე ეკონომიკის პირობებში მუნიციპალურ შენობებში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება თბილისის მერიის პრიორიტეტს წარმოადგენს. მიმდინარე ინიციატივები და პროგრამები დაეხმარება ქალაქის მერიას, შეასრულოს ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებები ენერგოეფექტურობის სფეროში. ენერგიის ალტერნატიული წყაროების პროექტების დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინსტრუმენტია ენერგორესურსების მართვის სისტემები, ამ ინსტრუმენტის გამოყენება ასევე დაეხმარება ქალაქის მუნიციპალიტეტს, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება მრავალსართულიანი შენობების მოდერნიზაციის შესახებ. მნიშვნელოვანია მოხდეს საცხოვრებელი შენობების ენერგოეფექტური ინიციატივების (მაგ., გათბობის ქვაბები, განათება, სხვადასხვა ტიპის ტექნიკური მოწყობილობები) და შენობის თერმული მახასიათებლების გაუმჯობესების წახალისება. ამ ამოცანის მიღწევა შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ასოციასიასა და კერძო მფლობელებთან კონსულტაციებისა და შენობის რეაბილიტაციისათვის განსაზღვრული ფინანსური მექანიზმების მეშვეობით.

საქართველოში ყოველწლიურად 9 მილიონამდე ტურისტი შემოდის. ხორცის წარმოების გადიდების მიზნით აქუცილებლად უნდა დაინერგოს რესპუბლიკის მეღორეობის ფერმებში გოჭის ადრეულ ასაკში ასხლეტა. ამჟამად, როგორც აშშ-ში, ასევე ევროის ქვეყნებსა და რუსეთის ქალაქებში აქტიურად მიმდინარეობს საჭმლის ნარჩენების გადამუშავება. Mაგა,ლითად პეტერბურგის არაგეგმური საკვების დამზადების კანტორის მონაცემებით პეტერბურგის საგარეუბნო მეურნეობები წელიწადში საშუალოდ იყენებენ 1800000 ტონა საჭმლის ნარჩენს, რაც დაახლოებით 360000 ტონა მარცვლის ან 60000 ტონა ღორის ხორცის ცოცხალი მასის ეკვივალენტურია.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ ახლახან მოაწერა ხელი ავსტრიულ კომპანიასთან თბილისის ახალ ნაგავსაყრელზე ნარჩენების გადამუშავებისა და ენერგო გენერაციის საწარმოს მშწენებლობის მიზნით. დაგეგმილია, რომ ახალი ქარხანა გადაამუშავებს ქალ;აქის მუნიციალურ ნარჩენებს (რომელიც შეადგენს 1000 ტონას დღეში); მათგან 80% ორგანული ნარჩენია. საწარმო გამოიყენებს მექანიკურ-ბიოლოგიურ დამუშავებას და დღიურად 200 ტონა ნარჩენს გარდაქმნის მაღალხარისხიან დიზელის საწვავად (ევრო 5) და ასფალტად. ჭ2არმოებული საწვავის დაახლოებით 10% საწარმოს მიზნებისათვის გამოიყენება. ადგილზე მოხდება ლითონის, მინისა და პლასტიკური ბოთლების განცალკევება და მათი საერთაშორისო ბაზარზე გატანა.

ამჟამად აშშ-ში მარცვლეულის წარმოება 400 მლნ ტონამდე გაიზარდა, საიდანაც 126 მლნ ტონა სათბობის მწარმოებელ ქარხნებში იგზავნება. ეს მხოლოდ ამერიკული ფენომენი არ არის:  ბრაზილია აქტიურად ახდენს შაქრის ლერწმის გადამუშავებას ეთანოლად,  ევროკავშირი კი 2020 წლისათვის სატრანსპორტო ენერგიის 10%-ით მიღებას განახლებადი წყაროებიდან ძირითადად ბიოსათბობიდან გეგმავს. Aაშშ-სა და სხვა ევროპული ქვეყნების გამოცდილების მსგავსად მეღორეობაში საკვების წარმოების გაფართოების მიზნით უნდა მოეწყოს მსხვილი ქალაქების ნაგავსაყრელებთან საჭმლის ნარჩენების ნაწილის გადამამუშავებელი საამქროები. მათი მეშვეობით მოხდებოდა რესპუბლიკის მეღორეობის ფერმებისათვის დიდი რაოდენობით იაფი და ყუათიანი საკვების მიწოდება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გარემოს პროგრამის ფარგლებში 2008 წელს შეიქმნა მწვანე ეკონომიკის ინიციატივა, რომელიც რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. მათი ერთობლივი მიზანი მწვანე სექტორში მიმდინარე საინვესტიციო და რეფორმების პოლიტიკის მაკროეკონომიკური ანალიზია. მოცემული ინიციატივა აფასებს ისეთ სექტორებს, როგორიცაა განახლებადი ენერგია, სუფთა და ეფექტური ტექნოლოგიები, წყლის მომსახურება და მდგრადი სოფლის მეურნეობა; იგი ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალური თანასწორობისა და სიღარიბის შემცირებას.

საკითხის შესწავლით ირკვევა, რომ "მწვანე ეკონომიკის” განხორციელების წარმატებული მაგალითები ბევრია განვითარებად ქვეყნებში: ჩინეთში წარმატებულად ხორციელდება განახლებადი ენერგიის წყაროების მოძიება. ამ სფეროში მნიშვნელოვანი მოცულობის ინვესტიციები იქნა მიმართული. გეგმის თანახმად, ჩინეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ 2020 წლისათვის ძირითადი ენერგიის დაახლოებით 16 პროცენტს სწორედ რომ განახლებადი წყაროებიდან აწარმოებს.

უგანდაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სოფლის მეურნეობის წარმოების ორგანული ფერმერული მეურნეობების ჩანაცვლების მიზნით, რაც ძალზედ მომგებიანია როგორც ქვეყნის ეკონომიკის, ასევე საზოგადოებისა და გარემოსათვის. ორგანული სოფლის მეურნეობა ერთიანი წარმოების ისეთი მართვის სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს და ზრდის ეკოსისტემის სიჯანსაღეს, რაც მოიცავს ბიომრავალფეროვნებას, ბიოციკლებსა და ბიოლოგიურ აქტიურობას. ის უარყოფს სინთეტიკური მასალების გამოყენებას, როგორიცაა შხამქიმიკატები, პესტიციდები და სასუქები. უნდა ითქვას, რომ უგანდა ყველაზე მცირე რაოდენობის სასუქს მოიხმარს მსოფლიოში.

ინდოეთის ურბანული განვითარების სამინისტროს მიერ ხორციელდება სპეციალური პროგრამა, რომელიც გამიზნულია ეკოლოგიურად სუფთა ინფრასტრუქტურის შექმნასა და გაუმჯობესებაზე. აღსანიშნავია, რომ ნეპალის ტერიტორიის (ხმელეთის) დაახლოებით 40%-ს ტყეები მოიცავს. ქვეყანაში შექმნილია სატყეო მეურნეობის სპეციალური ჯგუფი, რომელიც მართავს და თვალყურს ადევნებს სატყეო რესურსებს. ქვეყნის დამოუკიდებლობა გაზსა და ნავთობზე რომ შემცირებულიყო, ტუნისის მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა განახლებადი ენერგიის გასავითარებლად. შეიქმნა ენერგიის მართვის ეროვნული ფონდი, რომლის მთავარ მიზანს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების შემუშავება და ეფექტურობის გაზრდა წარმოადგენს.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კუბას შორის არსებული ემბარგოს შედეგად კუბაში ნავთობის, პესტიციდებისა და სასუქების ნაკლებობაა. ამიტომაც მეურნეობები თავად ზრუნავენ საკუთარ პროდუქციაზე. აღნიშნული ეკონომიკური ფაქტორების გამო ისინი ბევრად უფრო "მწვანე მეურნეობას” ახორციელებენ.

გლობალური ეკონომიკური კრიზისის დროს გაეროს გლობალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოებს რეკომენდაცია გაეწიათ, მოეხდინათ ეკონომიკური ტრანსფორმაცია მწვანე ეკონომიკისაკენ. შეიქმნა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტები, რაც რამდენიმე კომპონენტს ითვალისწინებს: განახლებად ენერგიაზე გადასვლა: მდგრადი სატრანსპორტო საშუალებების გაზრდა; მდგრადი სოფლის მეურნეობის, ორგანული წარმოების მხარდაჭერა; ეკონომიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ მწვანე ეკონომიკა არ არის აბსტრაქტული კონცეფცია, ის რეალობაა, რასაც სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ზრდისაკენ მივყავართ. სუფთა ენერგიის გეგმის შემუშავებისას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კალიფორნიის შტატში 500000 ახალი მწვანე სამუშაო ადგილი შეიქმნა. როგორც ვხედავთ, მსოფლიო ფინანსური კრიზისის დროსაც კი მწვანე სექტორში სამუშაო ადგილები იქმნება. მწვანე ეკონომიკა აქტიურად ვრცელდება მთელ მსოფლიოში, აუცილებელია, ყველა ქვეყანა აქტიურად ჩაებას ამ უწყვეტ პროცესში. აშშ-თან ერთად, ევროკავშირი და ჩინეთი სისტემატურად ახორციელებენ ამ პროცესს. 2009 წელს მათ აშშ-ზე გაცილებით მეტი ინვესტიციები გაიღეს. მარტო კვლევასა და განვითარებაზე ევროკავშირმა ბიუჯეტი 300%-ით გაზარდა. ჩინეთში 2010 წელს 34 მილიარდი აშშ დოლარი ჩაიდო სუფთა ენერგიის დასაფინანსებლად. შესაბამისად, ჩინეთმა წინ გაუსწრო აშშ-ს განახლებად ენერგოტექნოლოგიებში ჩადებული ინვესტიციების მოცულობით და მსოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა. ჩადებული ინვესტიციის მოცულობით დიდი ბრიტანეთი აღმოჩნდა მესამე ადგილზე, შემდეგ ესპანეთი და ბრაზილიაა.

როგორც მიმდინარე ტენდენციები აჩვენებს, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა აქტიურად მიისწრაფის მწვანე ეკონომიკის დანერგვისაკენ. მწვანე ეკონომიკა არის 21-ე საუკუნის ბიზნესშესაძლებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოს მოსახლეობა მუდმივად იზრდება, მაშინ როდესაც ბუნებრივი რესურსების მოცულობა იგივე რჩება და მცირდება კიდეც, მწვანე ბიზნესის განხორციელება ჩვენი ქვეყნისათვის აქტუალურია როგორც არასდროს. ჩვენი. ამჟამად ფიქრობენ, პანკისში, გუდამაყარში, მესტიის რაიონში ააშენონ ჰიდროელექტროსადგურები. მოსახლეობა დიდი წინააღმდეგია, რადგან მცირემიწიან საქართველოში, წყლის ქვეშ მოექცევა სახნავი, სათიბ-საძოვარი მიწები. საჭიროა მწვანე ალტერნატიული ღონისძიებების ამოქმედება: მზისა და ქარის ენერგიების გამოყენება. ამ თვალსაზრისით პირველი ნაბიჯები გადადგმულია. იმერეთში აშენებულია და მოქმედებს ქარის ტურბინა; თელასმა დაარეგისტრირა ორი მზის ელექტროსადგური და ერთი მიკროჰიდროელექტროსადგური; თუშეთის მაღალმთიანი ზოგიერთი სოფლის საცხოვრებელ ბინებზე მოქმედებს მზის ბატარეები. სინი იძლევიან საყოფაცხოვრებო ელექტროენერგიას და სხვა.

 ბინათმშენებლობაში კომფორტული მიკროკლიმატი შეიძლება დამყარდეს გათბობისა და გაცივების ტრადიციული სისტემების უზრუნველყოფის გარეშე: მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ "მწვანე” შენობა მოსკოვში, რომელიც პირველად აშენდა ბრიტანულ სისტემაზე და ასევე 19 ბინიანი სახლი ბარნაულში (ალტაის მხარე), სადაც გამოყენებულია ენერგოეფექტური და ენერგოდამზოგველი სისტემების ტექნოლოგიების ფართო სექტრი ჴ სახურავზე მზის ბატარეების და მიწაზე მცირე გეოთერმული დანადგარით. ასევე იყენებენ ხის კარკასის ფანჯრის სეციალურ ბლოკებს ნანოტექნოლოგიური დაფარვით. იგი იზოლირებულია უამინდობაში და ინახავს სითბოს. აღნიშნული განაპირობებს გათბობის დანახარჯების 50%-ით შემცირებას და მწვავე სოციალურ პრობლემაზე ხალხის მოთხოვნის დაკმაყოფილებას ხარისხიანი საცხოვრებლით.

 მერიამ მხარი უნდა დაუჭიროს მშენებლობის სექტორში (მუნიციპალური და საცხოვრებელი სახლები) განახლებადი ელექტრორესურსების გამოყენების და ათვისების ინიციატივებს (განსაკუთრებით მზის პანელები). ამისათვის მერიამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიასთან (თელასი), რათა უზრუნველყოფილ იქნეს მიღებული ელექტროენერგიის ქსელში მიწოდება. ამ მიზნის მისაღწევად ქალაქის მერიამ უნდა განავითაროს ენერგო მენეჯმენტის სისტემა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია ქალაქის შენობების ენერგომაჩვენებლების შესახებ.

თბილისში არ არსებობს მუნიციპალური შენობების რეესტრი, რომელიც მოიცავს ინფორმაციას შენობების სტრუქტურის, გათბობისა და გაგრილების სისტემების პროექტი და ა.შ. შესახებ. მწირია ასევე ინფორმაცია შენობების მიერ მოხმარებული ენერგიისა და შენობის ენერგომაჩვენებლების შესახებ. სამშენებლო ბაზარი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. მცხოვრებლები და შენობის მეპატრონეები საჭიროებენ შენობის შესახებ გასაგებ და სანდო ინფორმაციას, ასევე მუდმივ კომუნიკაციას კვალიფიციური სერვისის მიმწოდებლებთან.

ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების თვალსაზრისით კარგი იქნებოდა თუ რუსეთის გამოცდილების მსგავსად მოვაწყობდით 5-10 კილომეტრის სიღრმის მიწისქვეშა ჭაბურღილებს. კომუნალური და სხვადასხვა საჭიროებისათვის, მიწისქვეშა ჭაბურღილებიდან მივიღებდით დიდი ოდენობის იაფ ცხელი ჰაერის ენერგიას. ქალაქის მერიამ მხარი უნდა დაუჭიროს ენერგოეფექტურ სექტორში ადამიანების დასაქმების შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს მწვანე ალტერნატიული ენერგოწყაროების მოძიებასთან დაკავშირებული პროფესიული ცოდნის, გამოცდილებისა და ჩვევების ამაღლებას.

მწვანე ეკონომიკის ფორმირების პრობლემებიდან საქართველოში ძალზე მნიშვნელოვანია მზის ენერგიაზე მომუშავე დახურული გრუნტის კვალსათბურები. ისინი იძლევიან სარგავი მასალის 90%-ზე მეტს და ბოსტნეულის პროდუქციის 3%. დახურული გრუნტის მებოსტნეობა ძირითადად განლაგებულია დიდი ქალაქებისა და სამრეწველო ცენტრების ირგვლივ, სადაც იწარმოება მთელი ადრეული ბოსტნეულის დაახლოებით 91%. დახურული გრუნტის მებოსტნეობა საკმაო რაოდენობით არის ისეთ შორეულ რაიონებში, როგორიცაა პოლარული მხარე, შორეული აღმოსავლეთი, კამჩატკა, სახალინი, ტაიმირის ნაციონალური ოკრუგი, იაკუტია და სხვა. სათბურების დაარსებამდე ამ მხარის მცხოვრებლები ბოსტნეულს მხოლოდ კონსერვების სახით იღებდნენ. მწვანე ეკონომიკის თვალსაზრისით საინტერესო პროცესები მიმდინარეობს აშშ-ის დახურული გრუნტის მებოსტნეობაში. მაგალითად, ნავთობის მონოპოლიის "სუპერიორ ფარნინგის” მფლობელობაშია დახურული გრუნტის სათბურები არიზონის შტატის ტუსინის რაიონში, დამშრალი მიწების ზონაში. აქ მთელი წლის განმავლობაში მოჰყავთ პამიდვრის უხვი მოსავალი და ბაზარზე გასაყიდად ყოვედღიურად გადის 4,5 ათასი ტონა. კომპანიის დახურული გრუნტის სასათბურე მეურნეობებში პომიდვრის მოსავალი 8-ჯერ მაღალია ღია გრუნტის მეურნეობებთან შედარებით. სათბურები განლაგებულია აეროპორტების სიახლოვეს; სათბურებიდან მიღებული ბოსტნეული თვითმფრინავებით მიეწოდება ქვეყნის რაიონების მოსახლეობას.

საქართველ ოში უმეტეს შემთხვევაში წლის განმავლობაში კვალსათბურებს იყენებენ 8-9 თვეს, ზამთრის სათბურებს 10-11 და გაზაფხულის აფსკის სათბურებს 5-6 თვეს. ჯერჯერობით სათბურებში ბოსტნეულის ფართო ასორტიმენტი არ გამოჰყავთ, მაშინ როდესაც შესაძლებელია მრავალნაირი ბოსტნეულის წარმოება. რესუბლიკაში ბოსტნეულის დახურული გრუნტის მოყვანის კარგი გამოცდილება არსებობს. 1976 წლიდან შეიქმნა რესპუბლიკური სამეურნეობათაშორისო სასათბურე გაერთიანება "საქთბურმშენის” ტრესტი, რომელიც გეგმაზომიერად ახორციელებდა სათბურების მშენებლობას, მონტაჟს, რემონტს და ა.შ. სასათბურე მეურნეობის გაფართოებისათვის საჭიროა გამოვიყენოთ ენერგიის მწვანე ალტერნატიული წყაროები. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს სათბურების მშენებლობას თერმული წყლების ბაზაზე,  რომლებითაც ასე მდიდარია რესპუბლიკა. ჩვენ გვაქვს იმის რეალური შესაძლებლობა, რომ თერმული წყლების ბაზაზე ბოსტნეულის ფართობები გავზარდოთ 150 ჰექტრამდე, ხოლო პროდუქციის წარმოება ამ სათბურებში 50 ათას ტონამდე. თერმული წყლების გამოყენება საშუალებას იძლევა 2,5-ჯერ შევამციროთ სასათბურე მეურნეობაში წარმოებული ბოსტნეულის თვითღირებულება.

დახურული გრუნტის მებოსტნეობის განვითარება დაკავშირებულია მსხვილ კაპიტალურ დაბანდებასთან. ამ თვალსაზრისით დიდი კაპიტალია დაბანდებული მარნეულის რაიონში, სადაც ფუნქციონირებს 35 სათბური. მარნეულის რაიონში წარმატებით ფუნქციონირებს მზის გათბობით მომუშავე სათბურები. ამ უკანასკნელს ძირითადად აშენებენ ჩინელი სპეციალისტები. სხვადასხვა ტიპის სათბურების მუშაობის გამოცდილების შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ ბოსტნეულის ყველაზე მაღალი თვითღირებულება აღმოჩნდა საკუთარი საქვაბიდან მიღებული სითბოთი გამთბარ სათბურებში. ეს აიხსნება გათბობაზე დიდი დანახარჯებით. მზით გათბობილ სათბურებში, სადაც გამოყენებულია მზის ბუნებრივი ენერგია ეს დანახარჯები გამორიცხულია, ამიტომ მათი პროდუქციის თვითღირებულება ყველაზე დაბალია. მზით გამთბარ სათბურებში შედარებით დიდია დანახარჯები ამორტიზაციაზე, შრომის ანაზღაურებაზე და ძალზე მაღალია ზედნადები ხარჯები. წარმოების რენტაბელობასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული ფასწარმოქმნის საკითხი, ამიტომ რენტაბელობისა და ფასების ურთიერთობის გარკვევას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს. კერძოდ, საჭიროა გავარკვიოთ საკითხი იმის შესახებ, თუ შესყიდვის ფასების დაწესების დროს ისეთ სათბურში, სადაც მრავალი სახის ბოსტნეული იწარმოება, რენტაბელობა რა ასპექტით უნდა იქნეს განხილული, მთლიანად მეურნეობის თუ ცალკეული კულტურების მიხედვით. პრობლემის პრაქტიკულად გადაწყვეტას ართულებს ის გარემოება, რომ ოჯახურ მეურნეობასა და ფერმერულ მეურნეობებში დანახარჯების აღრიცხვა წარმოებს მთლიანად და არა ცალკეული ბოსტნეული კულტურების მიხედვით, რაც აძნელებს მათზე შესყიდვის ფასების გაანგარიშებას. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ სათბურები ინფრასტრუქტურის ჩათვლით, იკავებს უნიკალური სახნავი მიწების უზარმაზარ ფართობებს. მცირემიწიანი ქვეყნისათვის მწვანე ეკონომიკის თვალსაზრისით სახნავი ფართობების შემცირება დაუშვებელია. აშშ-ის მწვანე ეკონომიკის გამოცდილების მსგავსად, კარგი იქნებოდა სათბურების მშენებლობა განხორციელებულიყო დაშრობილი მიწების ზონაში და ბუნებრივი თერმული წყლების სიახლოვეს. ამ უკანასკნელის ათვისების შედეგად შესაძლებელი იქნებოდა რესპუბლიკაში დამატებით წარმოებული ყოფილიყო 50 ათასი ტონა დახურული გრუნტის ბოსტნეული. 

  

  1. აბესაძე რ. ეკონომიკის განვითარების თანამედროვე ზოგიერთი ტენდენციის შესახებ. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის პროფესორ გიორგი პაავას დაბადებიდან 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული, თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა, თბ. 2018.
  2. ამერიკის ეკონომიკა ჴ ზოგადი საფუძვლების მიმოხილვა, ამერიკის შეერთებული შტატების საინფორმაციო სააგენტო.  2010.
  3. რუხაძე ს. აშშ-ის სახელმწიფო რეგულირების საკითხები, თბ. 1994.
  4. ქავთარაძე თ. აგრარული რეფორმა საბაზრო ეკონომიკის პირობებში და საქართველო "მეცნიერება”, თბ. 2003.
  5. ხარაიშვილი ე. ინოვაციური განვითარების პრობლემები საქართველოს ფერმერულ მეურნეობებში თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული. თსუ პ. გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა. ტ. II. თბ. 2012.
  6. ჩიქავა ლ. ინოვაციური ეკონომიკა. საგამომცემლო ფირმა "სიახლე”, თბ. 2006.
  7. ნოზაძე ზ. "მწვანე ეკონომიკის” მნიშვნელობა და როლი მდგრადი ეკონომიკის განვითარებაში. პროფესორ გიორგი პაპავას დაბადებიდან 95-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებული. თსუ პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის გამომცემლობა თბ. 2018.
  8. www, fao, org/corp/statistics.
  9. Освоение иновации в агропромишленном комплексе опит и проблемы – М. : ФГУ РССК 2006 – 136.
  10. "Зеленая" экономика: реалии, перспективы и пределы роста. Борис Порфирьев. Московский Центр Карнеги. Апрель 2013.
  11. Changes in market organization and practices of the potato industry. Hastings Area. Florida 1958-1968. Washington, 1970.
  12. Kyle L.P. Business analysis summary for  potato farms 1973. East-lansing, 1974.